National Agency of Public Registry
2004 წელს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შექმნა საქართველოში ახლებური, წარმატებული სარეგისტრაციო სისტემის ჩამოყალიბების საფუძველი გახდა. საჯარო რეესტრის მისია ქონების და ბიზნესის რეგისტრაციის სისტემის, სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარება და საზოგადოების სწრაფი, ხელმისაწვდომი და ინოვაციური სერვისებით უზრუნველყოფაა. 2004 წელს სააგენტოს გადმოეცა ყოფილი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივი. 2005 წელს სააგენტოს მიენიჭა ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების (ყადაღა, აკრძალვა) რეგისტრაციის ფუნქცია. 2007 წელს სააგენტოს მიენიჭა ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციის ფუნქცია. 2009 წელს სააგენტოს მიენიჭა მოძრავ და არამატერიალურ ქონებაზე უფლებების (გირავნობა, ლიზინგი) რეგისტრაციის ფუნქცია. 2010 წელს სააგენტოს მიენიჭა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის უფლებამოსილება. 2011 წელს სააგენტოს მიენიჭა გეოდეზიის, კარტოგრაფიის და სამისამართო რეესტრის წარმოების ფუნქციები. 2012 წელს სააგენტოს მიენიჭა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეგისტრაციის უფლებამოსილება. 2013 წელს სააგენტოს დაევალა ქვეყანაში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ექსპლუატაციისა და მის განვითარებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფა. 2014 წელს სააგენტოს გადმოეცა მუნიციპალიტეტების რეგისტრაციის ფუნქცია. 2016 წელს სააგენტოს მიენიჭა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტისათვის, ბინისათვის ან სხვა ობიექტისათვის ნომრის მინიჭებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის წარმოების უფლებამოსილება. 2016 წელს სააგენტომ დაიწყო მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის განხორციელება. 2016 წელს სააგენტოს მიენიჭა ეკონომიკურ საქმიანობათა რეგისტრაციის უფლებამოსილება.
- website: http://www.napr.gov.ge
- facebook: https://www.facebook.com/NAPR.gov.ge
- twitter: https://twitter.com/NAPRGeorgia
- linkedin: http://www.linkedin.com/company/national-agency-of-public-registry-georgia